წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 20 ოქტომბერს მოხდა.
თამაშები
20 ოქტომბერს “ბარსელონამ” 27 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 18 მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და 7 წააგეს.
1919 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი თავდამსხმელი მარიანო მარტინი. 1940-1948 წლებში მან “ბლაუგრანასთან” ერთად 2 ესპანეთის ჩემპიონატი და 1 ესპანეთის თასი მოიგო.
1936 წელი
კატალონიური კლუბების შეხვედრის დროს “ბარსელონას” წარმომადგენელი როსენდო კალვეტი კატალონიის ჩემპიონატში “რეალ მადრიდის” დამატების წინააღმდეგ გამოვიდა.
1979 წელი
კლუბის აღსაზრდელი იმ ფეხბურთელებისთვის, რომლებიც ქალაქ ბარსელონაში არ ცხოვრობდნენ, გაიხსნა “ლა მასია“.
1996 წელი
“ლოგრონიესთან” ანგარიშით 8-0 მოგებულ შეხვედრაში “ბარსელონამ” კარი მშრალად სეზონში პირველად შეინახა. გოლები სტოიჩკოვმა (2), ჯოვანიმ (2), რონალდომ (2), პიციმ და კლოტეტმა (საკუთარ კარში) გაიტანეს.
2007 წელი
“ვილიარეალთან” ანგარიშით 1-3 წაგებულ შეხვედრაში გატანით ბოიან კრკიჩი “ბარსელონას” ისტორიაში ესპანეთის ჩემპიონატში გოლის ყველაზე ახალგაზრდა ავტორი გახდა.
2011 წელი
გაიხსნა ახალი “ლა მასია“.
2012 წელი
“დეპორტივოსთან” სტუმრად 5-4 მოგებულ შეხვედრაში ლეო მესიმ “ბარსელონას” მაისურით 21-ე, ხოლო ლა ლიგაში მე-15 ჰეთ თრიქი გაიფორმა. ლა ლიგის მაჩვენებლით მან სესარ როდრიგესს გადაასწრო და კატალონიელთა ისტორიაში ამ მხრივაც საუკეთესო გახდა.
2020 წელი
ჩემპიონთა ლიგაზე “ბარსელონამ” “ფერენცვაროში” 5-1 გაანადგურა. “ბლაუგრანას” მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა პედრიმ.
2021 წელი
“ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგაზე კიევის “დინამო” 1-0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი ჟერარ პიკემ გაიტანა. ეს მისი მე-16 გოლი იყო ჩემპიონთა ლიგაზე, რითაც მცველებს შორის რობერტო კარლოსის მაშინდელი რეკორდი გაიმეორა.
ამასთან, 34 წლისა და 260 დღის პიკე გახდა “ბარსელონას” ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე გოლი ჰქონდა გატანილი.
2024 წელი
“ბარსელონამ” “სევილია” 5-1 დაამარცხა. რობერტ ლევანდოვსკიმ და პაბლო ტორემ დუბლები შეასრულეს, ერთი გოლი კი პედრიმ გაიტანა. მატჩის მთავარი ემოციური მომენტი გავის დაბრუნება იყო. მუხლის მძიმე ტრავმის შემდეგ ნახევარმცველი 83-ე წუთზე შევიდა მოედანზე და გულშემატკივრებისგან ოვაციები დაიმსახურა. ეს მისი პირველი მატჩი იყო “ბარსელონას” მაისურით 2023 წლის 7 ნოემბრის შემდეგ.




სეზარ როდრიგესი თავდამსხმელი 1942-1955 433 294 გოლი.
ლუის სუარესი თავდამსხმელი 2014-2020 283 198 გოლი.
ვითომ 96 გოლს გაიტანდა?
ისე სუარესი სეზარს ერთ სეზონში გაასწრებდა რო დაეტოვებინათ. ეეჰ😥