წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 18 ოქტომბერს მოხდა.
თამაშები
18 ოქტომბერს “ბარსელონამ” 16 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 7 მოიგეს, 4 ფრედ დაასრულეს და 5 წააგეს.
1968 წელი
დაიბადა “ბარსელონას” გორგოლაჭებიანი ჰოკეის ყოფილი მოთამაშე კარლეს ფოლგერა. ის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ჰოკეისტად მიიჩნევა. ფოლგერა “ბლაუგრანაში” 1995-2003 წლებში თამაშობდა. 2002 წლიდან ის “ლა მასიას” დირექტორია.
2000 წელი
ჩემპიონთა ლიგაზე “მილანსა” და “ბარსელონას” შორის იტალიაში გამართული შეხვედრა 3-3 დასრულდა. კატალონიელთაგან სამივე გოლი რივალდომ გაიტანა.
2003 წელი
დაიბადა ალეხანდრო ბალდე.
2014 წელი
“ეიბართან” 3-0 მოგებულ შეხვედრაში ლიონელ მესიმ ლა ლიგაში თავისი 250-ე გოლი გაიტანა.
2017 წელი
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “ბარსელონამ” “ოლიმპიაკოსი” 3-1 დაამარცხა. 61-ე წუთზე ლიონელ მესიმ საჯარიმო დარტყმით გოლი გაიტანა, რომელიც მისთვის უეფას საკლუბო ტურნირებზე მე-100 აღმოჩნდა. ამ მომენტისთვის არგენტინელს ჩემპიონთა ლიგაზე 97 გოლი ჰქონდა, ევროპის სუპერ თასზე კი 3.
აღსანიშნავია, რომ “ბარსელონა” ჯერ კიდევ პირველი ტაიმიდან ათი კაცით თამაშობდა, რადგან ჟერარ პიკე გააძევეს.




2000 წელს ყოფილა.
1968 წელი
დაიბადა "ბარსელონას" გორგოლაჭებიანი ჰოკეის ყოფილი მოთამაშე კარლეს ფოლგერა. ის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ჰოკეისტად მიიჩნევა. ფოლგერა "ბლაუგრანაში" 1995-2003 წლებში თამაშობდა. 2002 წლიდან ის "ლა მასიას" დირექტორია.
კარგია ამას ჩავიწერ რო არ დამავიწყდეს. როდის მთავრდება ეს რუბრიკა, ძალიან მაინტერესებს.
ანუ ლა მასიას დირექტორი ჰოკეისტია?