წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 5 ოქტომბერს მოხდა.
თამაშები
5 ოქტომბერს “ბარსელონამ” 13 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 7 მოიგეს, 1 ფრედ დაასრულეს და 5 წააგეს.
1953 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ნახევარმცველი ხოსე ბოტელია. 1976/77 წლების სეზონში მან “ბლაუგრანას” მაისურით 4 თამაში ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.
1971 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი არგენტინელი მცველი მაურისიო პელეგრინო. 1998/99 წლების სეზონში მან “ბლაუგრანას” მაისურით 25 თამაში ჩაატარა. პელეგრინომ კატალონიურ გუნდში ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო.
1992 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ხელბურთელი აიტორ არინიო.
2001 წელი
70 წლის ასაკში გარდაიცვალა “ბარსელონას” ყოფილი მცველი ჟოაკიმ ბრუგე. მან პირველ გუნდში 1951-1960 წლებში ითამაშა და ჯამში 212 შეხვედრა ჩაატარა, მათგან 102 ოფიციალური. ბრუგემ კლუბთან ერთად ოთხჯერ მოიგო ლა ლიგა, ოთხჯერ ესპანეთის თასი, ორჯერ ბაზრობათა თასი და სხვა ტიტულებიც.
2013 წელი
“ვალიადოლიდთან” ანგარიშით 4-1 მოგებულ შეხვედრაში “ბარსელონამ” ლა ლიგაში თავისი მე-3000 გოლი გაუშვა, რომლის ავტორიც ხავი გერაა.

ისე რა დღეა. დიდი არაფერი.