ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 4 ოქტომბერი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 4 ოქტომბერი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 4 ოქტომბერს მოხდა.

თამაშები

4 ოქტომბერს “ბარსელონამ” 15 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 11 მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და 2 წააგეს.

1962 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ნახევარმცველი ანხელ პედრასა. 1980-1988 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 76 თამაში ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა. პედრასამ კატალონიურ გუნდში 1 ესპანეთის ლიგის თასი და 1 ესპანეთის თასი მოიგო.

1964 წელი

ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში “ბარსელონამ” “რეალ მურსია” 8-1 გაანადგურა. გოლები პერედამ (4), რემ (2), სემინარიომ და ფუსტემ გაიტანეს.

1998

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი მცველი მუსა ვაგე. 2018-2020 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 7 თამაში ჩაატარა. ვაგემ “ბარსელონაში” ესპანეთის ჩემპიონატი და ესპანეთის სუპერ თასი მოიგო.

2008 წელი

ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში “ბარსელონამ” მადრიდის “ატლეტიკო” 6-1 გაანადგურა. გოლები ეტო’ომ (2), მარკესმა, მესიმ, გუდიონსენმა და ანრიმ გაიტანეს.

2014 წელი

კლაუდიო ბრავომ ახალი რეკორდი დაამყარა, რაც ლა ლიგის პირველ 7 ტურში კარის მშრალად შენახვას გულისხმობდა. ამ დღეს “ბარსელონამ” “რაიო ვალიეკანო” 2-0 დაამარცხა. გოლები მესიმ და ნეიმარმა გაიტანეს.

ეს “ბარსელონასთვის” ლა ლიგაში 1500-ე გამარჯვება იყო.

2020 წელი

ქალთა პირველ ოფიციალურ “ელ კლასიკოში” “ბარსელონამ” “რეალ მადრიდი” მადრიდში 4-0 გაანადგურა. გოლები პატრი გიხარომ, მარია როდრიგესმა (ავტოგოლი), ლიეკე მარტენსმა და ალეშია პუტელიასმა გაიტანეს.

2020 წელი

“სევილიასთან” გამართულ ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში (1-1) “ბარსელონას” მაისურით სერჟინიო დესტის დებიუტი შედგა.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე ექსკლუზიური წვდომა, რეკლამების გარეშე საიტი და სხვა პრივილეგიები.

გაიგე მეტი arrow_forward

forum კომენტარები (1)

  • nika 54
    schedule 04 ოქტ 2021, 20:07

    4 ოქტომბერს "ბარსელონამ" 13 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 10 მოიგეს,2 ფრედ დაასრულეს და 1 წააგეს.
    მშვენიერი დღე ქონიათ.