წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 25 სექტემბერს მოხდა.
თამაშები
25 სექტემბერს “ბარსელონამ” 12 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 9 მოიგეს, 1 ფრედ დაასრულეს და 2 წააგეს.
1916 წელი
დაიბადა ენრიკ ლაუდეტი, რომელიც 1961-1968 წლებში “ბარსელონას” პრეზიდენტი იყო. მისი პრეზიდენტობის პერიოდში კლუბი მძიმე ფინანსურ ვითარებას უმკლავდებოდა და “ლეს კორტსის” მიწის გაყიდვაც სწორედ მის ეპოქაში დასრულდა.
1949 წელი
ლა ლიგაში “ბარსელონამ” “სევილია” 7-0 გაანადგურა. 4 გოლი სეგერმა გაიტანა, 2 მარკოს აურელიომ, ხოლო 1 ბასორამ.
1954 წელი
დაიბადა “ბარსელონა ბ-ს” ყოფილი მწვრთნელი ხუანდე რამოსი.
2024 წელი
“ბარსელონამ” “ხეტაფე” 1-0 დაამარცხა და ლა ლიგის სეზონი ზედიზედ 7 გამარჯვებით დაიწყო. რობერტ ლევანდოვსკის გოლი განსაკუთრებით ისტორიული აღმოჩნდა: ეს იყო “ბარსელონას” 6500-ე გოლი ლა ლიგაში, რითაც კლუბი პირველი გახდა, რომელმაც ამ ნიშნულს მიაღწია. ამავე გოლით ლევანდოვსკიმ ლა ლიგაში 49 გოლი დააგროვა და იან ურბანს გადაასწრო, როგორც ტურნირის ისტორიაში ყველაზე შედეგიანმა პოლონელმა.
1954 წელი
დაიბადა "ბარსელონა ბ-ს" ყოფილი მწვრთნელი ხუანდე რამოსი.
ეს მე რეალის და ტოტენჰემის მწვრთნელად მახსოვდა, დაჟე რუსეთშიც მუშაობდა მე მგონი.