ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 31 აგვისტო

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 31 აგვისტო

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 31 აგვისტოს მოხდა.

თამაშები

31 აგვისტოს “ბარსელონამ” 7 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 4 მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და 1 წააგეს.

1968 წელი

რამონ დე კარანსას ამხანაგური ტურნირის ნახევარფინალში “ბარსელონამ” “რეალ მადრიდი” 2-1 დაამარცხა. გოლები ხუანიტომ და სალდუამ გაიტანეს.

1978 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ფრანგი მცველი ფილიპ კრისტანვალი. 2001-2003 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 48 თამაში ჩაატარა.

1982 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი მეკარე ხოსე მანუელ რეინა. 2000-2002 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 51 თამაში ჩაატარა.

1997 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ხელბურთელი დიკა მემი.

1997 წელი

რივალდომ “ბარსელონას” მაისურით პირველი გოლები გაიტანა. “სოსიედადთან” 3-0 მოგებულ შეხვედრაში მან დუბლი გაიფორმა.

2008 წელი

პეპ გვარდიოლას მწვრთნელობის დროს “ბარსელონამ” ლა ლიგაში პირველი თამაში ჩაატარა და “ნუმანსიასთან” სტუმრად ანგარიშით 0-1 წააგო.

2009 წელი

“სპორტინგის” წინააღმდეგ კარლეს პუიოლმა ლა ლიგაში მე-300 თამაში ჩაატარა. იმავე შეხვედრაში ზლატან იბრაჰიმოვიჩმა “ბარსელონას” მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა.

2019 წელი

“ოსასუნასთან” სტუმრად გამართულ შეხვედრაში (2-2) 16 წლის ანსუ ფატი “ბარსელონას” ისტორიაში გოლის ყველაზე ახალგაზრდა გამტანი გახდა.

pedal_bike

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • azulgerana
    schedule 01 სექ 2021, 00:59

    მაგარი დღეა 31 აგვისტო

  • nika 54
    schedule 31 აგვ 2021, 15:45

    როდის მთავრდება ეს რუბრიკა, არ გასულა ერთი წელი? იმედია კრუგზე არ წავლენ.