workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 23 აგვისტო

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 23 აგვისტო

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 23 აგვისტოს მოხდა.

თამაშები

23 აგვისტოს “ბარსელონამ” 7 ოფიციალური თამაში ჩაატარა. კატალონიელებმა 6 მატჩი მოიგეს და 1 წააგეს.

1929 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი უნგრელი თავდამსხმელი ზოლტან ციბორი. 1958-1961 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 58 თამაში ჩაატარა და 31 გოლი გაიტანა. ციბორმა კატალონიურ გუნდში 2 ესპანეთის ჩემპიონატი, 1 ბაზრობათა თასი (ამჟამინდელი ევროპა ლიგა) და 1 ესპანეთის თასი მოიგო.

1946 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ნახევარმცველი მარსიალი. 1969-1977 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 276 თამაში ჩაატარა და 61 გოლი გაიტანა. მარსიალმა კატალონიურ გუნდში 1 ესპანეთის ჩემპიონატი, 1 ესპანეთის თასი და 1 ბაზრობათა თასი მოიგო.

1971 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი იტალიელი ნახევარმცველი დემეტრიო ალბერტინი. 2004/05 წლების სეზონში მან “ბლაუგრანას” მაისურით 6 თამაში ჩაატარა. ალბერტინიმ კატალონიურ გუნდში ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო.

1997 წელი

ესპანეთის სუპერ თასის პირველ მატჩში 2-1 მოგების შემდეგ “ბარსამ” “რეალ მადრიდთან” მადრიდში 1-4 წააგო და ტიტული მეტოქეს დაუთმო.

2009 წელი

ესპანეთის სუპერ თასის განმეორებით მატჩში “ბარსელონამ” “ბილბაო” 3-0 დაამარცხა, ორი შეხვედრის ჯამში 5-1 მოიგო და ტიტულს დაეუფლა. გოლები მესიმ (2) და ბოიანმა გაიტანეს.

2012 წელი

ესპანეთის სუპერ თასის პირველ მატჩში “ბარსელონამ” “რეალ მადრიდი” 3-2 დაამარცხა. მასპინძელთაგან გოლები პედრომ, მესიმ და ჩავიმ გაიტანეს.

2026 წელი

ესპანეთის ჩემპიონატში “ელჩესთან” სტუმრად 5-0 მოგებულ შეხვედრაში “ბარსელონას” მაისურით კარიმ ადეიემისა და ენტონი გორდონის დებიუტი შედგა. გერმანელმა თავი გოლით გამოიჩინა, ხოლო ინგლისელმა – ორი საგოლე გადაცემით.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • azulgerana
    schedule 27 აგვ 2021, 08:06
    #4

    Fantastic days

  • nika 54
    schedule 24 აგვ 2021, 14:19
    #3

    მოკლედ სუპართასების თამაშების დღეებია სულ.

  • Bobi
    schedule 23 აგვ 2021, 19:52
    #2

    რამდენი დაბადების დღეა 😃😂❤️

  • azulgerana
    schedule 23 აგვ 2021, 12:31
    #1

    barca-2 barca-1 barca-5 ლიგა უნდა დადოთ წელს