ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 29 ივლისი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 29 ივლისი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 29 ივლისს მოხდა.

თამაშები

29 ივლისს “ბარსელონას” ოფიციალური თამაში არ ჩაუტარებია.

1923 წელი

“ბარსელონას” პრეზიდენტის პოსტზე ჟოან გამპერი ერიკ კარდონამ შეცვალა.

1938 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი თავდამსხმელი პედრო საბალსა. 1961-1967 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 159 თამაში ჩაატარა და 40 გოლი გაიტანა. საბალსამ კატალონიურ კლუბში ესპანეთის თასი და ბაზრობა თასი (ამჟამინდელი ევროპა ლიგა) მოიგო.

1984 წელი

13 წლის პეპ გვარდიოლა “ბარსელონას” საფეხბურთო სკოლაში ჩაირიცხა.

2017 წელი

წინასასეზონო მზადების დროს აშშ-ში გამართულ ამხანაგურ ტურნირზე, საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე “ბარსელონამ” “რეალ მადრიდი” 3-2 დაამარცხა. კატალონიელთა მხრიდან გოლები მესიმ, რაკიტიჩმა და პიკემ გაიტანეს.

2023 წელი

წინასასეზონო მზადების დროს აშშ-ში გამართულ ამხანაგურ მატჩში “ბარსელონამ” “რეალ მადრიდი” 3-0 გაანადგურა. გოლები დემბელემ, ფერმინ ლოპესმა და ფერან ტორესმა გაიტანეს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • azulgerana
    schedule 01 აგვ 2021, 22:46

    Let's do it

    ციტატა: nika 54
    პეპე რა პატარაა ამ სურათზე.

  • El pistolero 9
    schedule 29 ივლ 2021, 12:35

    დიდი არაფერი დღე ყოფილა

  • nika 54
    schedule 29 ივლ 2021, 12:20

    პეპე რა პატარაა ამ სურათზე.