მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 22 ივნისი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 22 ივნისი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 22 ივნისს მოხდა.

თამაშები

22 ივნისს “ბარსელონას” 4-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა ოთხივე თამაში მოიგეს.

1936 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი მცველი ფერან ოლიველია. 1956-1969 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 320 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. ოლიველიამ კატალონიურ კლუბში 4 ესპანეთის თასი, 3 ბაზრობათა თასი (ამჟამინდელი ევროპა ლიგა) და 2 ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო.

1983 წელი

ესპანეთის ლიგის თასის 1/2 ფინალის პირველ მატჩში 0-1 წაგების შემდეგ განმეორებით შეხვედრაში “ბარსელონამ” მადრიდის “ატლეტიკო” 5-2 გაანადგურა. კატალონიელთა მხრიდან გოლები შუსტერმა, მუნიოსმა, კარასკომ, მარადონამ და ალონსომ გაიტანეს.

1997 წელი

ლა ლიგის ბოლო ტურში “ბარსელონამ” “რაიო ვალიეკანო” 2-1 დაამარცხა და საერთო ჯამში 102 გოლი დააგროვა, რაც იმ დროისთვის რეკორდი იყო. ამის მიუხედავად “ბარსა” 2 ქულით ჩამორჩა “რეალ მადრიდს”, რომელმაც 85 გოლის გატანა მოახერხა.

1997 წელი

“ბარსელონას” ამერიკული ფეხბურთის გუნდმა “ბარსელონა დრეგონსმა” NFL Europe World Bowl მოიგო. კატალონიელებმა “რაინ ფაიერი” 38-24 დაამარცხეს. “ბარსას” კუოტერბეკი ჯონ კიტნა საუკეთესო მოთამაშე გახდა. ბარსელონას ოლიმპიურ სტადიონზე გამართულ შეხვედრას ტრიბუნებიდან თვალს 31 ათასი ადამიანი ადევნებდა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (1)

  • nika 54
    schedule 24 ივნ 2021, 12:03

    22 ივნისს "ბარსელონას" 4-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 4 მატჩი მოიგეს, 0 ფრედ დაასრულეს და 0 წააგეს.
    ესეთი დღეები გვინდა სულ.