ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 3 ივნისი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 3 ივნისი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 3 ივნისს მოხდა.

თამაშები

3 ივნისს “ბარსელონას” 5-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 3 მატჩი მოიგეს, 1 ფრედ დაასრულეს და 1 წააგეს.

1928 წელი

ამხანაგურ ტურნირზე მადრიდში “ბარსელონასა” და “რეალ მადრიდს” შორის გამართული შეხვედრა 1-1 დასრულდა. სტუმართაგან გოლი აროჩამ გაიტანა.

1936 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი მცველი ენრიკ გენსანა. 1956-1964 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 199 თამაში ჩაატარა და 21 გოლი გაიტანა.

1962 წელს ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ელენიო ერერამ გენსანა მსოფლიო ჩემპიონატზე იმ მიზეზით არ წაიყვანა, რომ “ბარსელონადან” ნაკრებში 7 ფეხბურთელი საკმარისი იყო”.

2013 წელი

“ბარსელონას” ახალწვეულის, ნეიმარის პრეზენტაცია გაიმართა.

2015 წელი

“ბარსელონამ” ჩავი ერნანდესს გამოსამშვიდობებელი ღონისძიება მიუძღვნა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • nika 54
    schedule 03 ივნ 2021, 14:51

    1962 წელს ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ელენიო ერერამ გენსანა მსოფლიო ჩემპიონატზე იმ მიზეზით არ წაიყვანა, რომ "ბარსელონადან" ნაკრებში 7 ფეხბურთელი საკმარისი იყო".
    და ესენი ერთ ტრავმირებულ რამოსზე ტირიან, რო როგორმე ნაკრებში რეკორდი დაამყაროს. ჯერ კიდევ საქართველოსთან თამაშში 10 წუთი გაატარა მგონი მინდორზე, რო ერთი თამაშით მიახლოებოდა რეკორდს. ევროზეც ამისთვის უნდოდა წასვლა, თორემ წელს რას თამაშობს სულ ტრავმირებულია. ალბათ დაიბარებს რო მოვკვდები მინდორზე დამასვენეთ იქნებ ნაკრების თამაშში ჩამითვალონო. მალადეც ენრიკე რო არ აყვა ამის კლოუნობას.

  • El pistolero 9
    schedule 03 ივნ 2021, 12:36

    ჩავი ყოფილა ყველაფერი. რაც ეგ წავიდა ლიგა ვეღარ მოვიგეთ. მოვიგეთ კიარა სამარცხვინოდ ვვარდებით

  • C.PC5
    schedule 03 ივნ 2021, 12:23

    ძაან ნოსტალგიური დღე ყოფილა🥺 ჯერ ნეიმარი და მერე ჩავის გაცილება😭😭😭😭