ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 21 მაისი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 21 მაისი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 21 მაისს მოხდა.

თამაშები

21 მაისს “ბარსელონას” 10-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 5 მატჩი მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და 3 წააგეს.

1963 წელი

გარდაიცვალა “ბარსელონას” ყოფილი მეკარე ხული მარიალ მუნდეტი.

1969 წელი

“ბარსელონამ” თასების მფლობელთა თასის ფინალში პირველად ითამაშა. კატალონიელებმა ბრატისლავას “სლოვანთან” 2-3 წააგეს.

2011 წელი

“ბარსელონამ” ლა ლიგის რეკორდი დაამყარა ერთ გათამაშებაში სტუმრად აღებული ქულების, მოგებებისა და გატანილი გოლების მიხედვით – 14 მოგება, 4 ფრე, 1 წაგება, 49 გატანილი გოლი. “ბარსა” ასევე ლა ლიგის ისტორიაში პირველი გუნდი გახდა, რომელმაც სტუმრად ყველა თამაშში გაიტანა.

2014 წელი

“ბარსელონას მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლუის ენრიკეს პრეზენტაცია მოხდა.

2015 წელი

ჩავი ერნანდესმა დაადასტურა, რომ სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებდა.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე ექსკლუზიური წვდომა, რეკლამების გარეშე საიტი და სხვა პრივილეგიები.

გაიგე მეტი arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 21 მაი 2021, 16:23

    2011 წელი
    "ბარსელონამ" ლა ლიგის რეკორდი დაამყარა ერთ გათამაშებაში სტუმრად აღებული ქულების, მოგებებისა და გატანილი გოლების მიხედვით – 14 მოგება, 4 ფრე, 1 წაგება, 49 გატანილი გოლი. "ბარსა" ასევე ლა ლიგის ისტორიაში პირველი გუნდი გახდა, რომელმაც სტუმრად ყველა თამაშში გაიტანა.
    ეეხ რა დრო იყო.

  • me da barca
    schedule 21 მაი 2021, 12:38

    ციტატა: davidus2020
    მაშინ დაერხა ბარსას, ლუჩო რომ გაუშვეს კოლმეურნე ვალიკო რომ მოიყვანეს??!!!


    თვითონ წავიდა

  • davidus2020
    schedule 21 მაი 2021, 09:55

    მაშინ დაერხა ბარსას, ლუჩო რომ გაუშვეს კოლმეურნე ვალიკო რომ მოიყვანეს??!!!

  • El pistolero 9
    schedule 21 მაი 2021, 09:17

    ლუჩოს ბარსა პირველ ორ სეზონში რასაც ქვია აზანზარებდა ევროპას