ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 19 მაისი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 19 მაისი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 19 მაისს მოხდა.

თამაშები

19 მაისს “ბარსელონას” 15-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 10 მატჩი მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და 2 წააგეს.

1929 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი თავდამსხმელი ჟორდი ვილა. 1951-1954 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 36 თამაში ჩაატარა და 22 გოლი გაიტანა. ვილამ კატალონიელებთან ერთად 3 ესპანეთის თასი, 2 ესპანეთის ჩემპიონატი და 2 ევა დუარტეს თასი (ესპანეთის სუპერ თასი) მოიგო.

1956 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი მცველი და ლეგენდარული კაპიტანი ხოსე რამონ ალეშანკო. 1980-1993 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 406 თამაში ჩაატარა და 41 გოლი გაიტანა. კატალონიურ კლუბთან ერთად ალეშანკომ 4 ესპანეთის ჩემპიონატი, 4 ესპანეთის თასი, 3 ესპანეთის სუპერ თასი, 2 თასების მფლობელთა თასი, 2 ესპანეთის ლიგის თასი, 1 ჩემპიონთა თასი და 1 ევროპის სუპერ თასი მოიგო.

1956 წელი

ესპანეთის თასის 1/4 ფინალის განმეორებით მატჩში “ბარსელონამ” “რეალ მადრიდი” 6-1 გაანადგურა. მასპინძელთაგან გოლები მარტინესმა (4), კუბალამ და ვილიავერდემ გაიტანეს.

1997 წელი

ჟოზეპ ლუის ნუნიესის პრეზიდენტობის დროს “ბარსელონამ” მე-700 თამაში ჩაატარა. კატალონიელებმა “სელტა” სტუმრად 3-1 დაამარცხეს. რონალდომ ლა ლიგის ზედიზედ მე-9 შეხვედრაში გაიტანა.

2013 წელი

“ვალიადოლიდთან” ანგარიშით 1-2 წაგებულ შეხვედრაში ვიქტორ ვალდესი მე-4 ფეხბურთელი გახდა, რომელმაც “ბარსელონას” მაისურით 500 თამაში ჩაატარა.

pedal_bike

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (1)

  • nika 54
    schedule 19 მაი 2021, 16:22

    1956 წელი
    დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი მცველი და ლეგენდარული კაპიტანი ხოსე რამონ ალეშანკო. 1980-1993 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 406 თამაში ჩაატარა და 41 გოლი გაიტანა. კატალონიურ კლუბთან ერთად ალეშანკომ 4 ესპანეთის ჩემპიონატი, 4 ესპანეთის თასი, 3 ესპანეთის სუპერ თასი, 2 თასების მფლობელთა თასი, 2 ესპანეთის ლიგის თასი, 1 ჩემპიონთა თასი და 1 ევროპის სუპერ თასი მოიგო.
    აი ესეთი მცველები გვჭირდება, იმედია ემერსონი გაამართლებს.