წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 15 აპრილს მოხდა.
თამაშები
15 აპრილს “ბარსელონას” 18-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 11 მატჩი მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და 5 წააგეს.
1916 წელი
ესპანეთის თასის 1/2 ფინალის პირველ გადათამაშებაში 6-6 თამაშიდან 2 დღეში “რეალ მადრიდმა” “ბარსელონას” 4-2 მოუგო. ძირითადი დრო აქაც ფრედ, 2-2 დასრულდა და დამატებითი ტაიმები დაინიშნა. შეხვედრის 108-ე წუთზე “ბარსელონას” ფეხბურთელებმა მოედანი პროტესტის ნიშნად დატოვეს. პროტესტის მიზეზი ცუდი მსაჯობა იყო. მსაჯი კი “რეალ მადრიდის” ყოფილი ფეხბურთელი და მომავალი მწვრთნელი ხოსე ბერაონდო გახლდათ.
1928 წელი
ესპანეთის თასის საშინაო შეხვედრაში “ბარსელონამ” “ოვიედო” 7-3 დაამარცხა. გოლები სამიტიერმა (5), არნაუმ და სასტრემ გაიტანეს.
1941 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ნახევარმცველი ჟოზეპ მარია ფუსტე (სურათზე). 1961-1972 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 277 თამაში ჩაატარა და 71 გოლი გაიტანა. ფუსტემ “ბარსელონაში” 3 ესპანეთის თასი და 2 ბაზრობათა თასი (ამჟამინდელი ევროპა ლიგა) მოიგო.
1951 წელი
ლა ლიგის გასვლით შეხვედრაში “ბარსელონა” “ესპანიოლთან” ანგარიშით 0-6 განადგურდა.
1962 წელი
ესპანეთის თასის 1/4 ფინალის პირველ მატჩში, მადრიდში, “ბარსელონამ” “რეალ მადრიდი” 1-0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი ეულოხიო მარტინესმა გაიტანა.
1984 წელი
“სალამანკასთან” 2-0 მოგება “ბარსელონასთვის” ლა ლიგაში 1500-ე თამაში გამოდგა.
2000 წელი
“ოვიედოსთან” სტუმრად 0-3 წაგება რივალდოსთვის “ბარსელონას” მაისურით ლა ლიგაში მე-100 თამაში გამოდგა.
1951-ში მაგარი სირცხვილი გვიჭამია.
51ი წლის 15 აპრილი ერთ-ერთი ყველაზე დიდი სირცხვილია