ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 1 მარტი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 1 მარტი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 1 მარტს მოხდა.

თამაშები

1 მარტს “ბარსელონას” 21-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 11 მატჩი მოიგეს, 5 ფრედ დაასრულეს და 5 წააგეს.

1925 წელი

“ლეს კორტსზე” გამართულ ესპანეთის თასის შეხვედრაში “ბარსელონამ” “ვალენსია” 7-3 გაანადგურა. მასპინძელთაგან 4 გოლი ჟოზეპ სამიტიერმა გაიტანა.

1942 წელი

ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში “ბარსელონამ” “ატლეტიკო” 5-1 გაანადგურა. მასპინძელთაგან გოლები მარტინმა (4) და ბრავომ გაიტანეს.

1953 წელი

ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში “ბარსელონამ” “სარაგოსა” 8-0 გაანადგურა. გოლები მორენომ (3), მანჩონმა (2), ბასორამ, კუბალამ და სესარმა გაიტანეს.

1979 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი სამუელ ოკუნოვო. 1998-99 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 21 თამაში ჩაატარა.

1981 წელი

ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში ბარსელონამ” “ერკულესი” 6-0 გაანადგურა. 2 გოლი კინიმ გაიტანა, რომელიც თამაშის დასრულებიდან მალევე გამტაცებლებმა დაატყვევეს. ვრცლად ამ თემაზე.

1995 წელი

გარდაიცვალა “ბარსელონა” ლეგენდარული თავდამსხმელი სესარ როდრიგესი.

1997 წელი

ლა ლიგის გასვლით შეხვედრაში “ბარსელონა” “ტენერიფესთან” ანგარიშით 0-4 განადგურდა. მატჩის არბიტრმა, 36-ე და 59-ე წუთებზე, მოედნიდან კატალონიელთა 2 ფეხბურთელი გააძევა, რის შემდეგაც  მათ კარში 2 პენალტიც დანიშნა.

2008 წელი

“ატლეტიკოსთან” ანგარიშით 2-4 წაგებულ შეხვედრაში რონალდინიომ “ბარსელონაში” თავისი ბოლო გოლი გაიტანა.

2009 წელი

“ატლეტიკოსთან” სტუმრად 3-4 წაგებული შეხვედრა ლეო მესისთვის ლა ლიგაში მე-100 თამაში გამოდგა.

2017 წელი

ლუის ენრიკემ განაცხადა, რომ სეზონის ბოლოს “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის პოსტს ტოვებდა.

2017 წელი

ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში “ბარსელონამ” “სპორტინგი” 6-1 გაანადგურა. მასპინძელთაგან გოლები მესიმ, სუარესმა, ალკასერმა, ნეიმარმა და რაკიტიჩმა გაიტანეს, ერთი ბურთი კი საკუთარ კარში როდრიგესმა ჩაჭრა.

2019 წელი

ხუან კარლოს ნავარო “ბარსელონას” საკალათბურთო გუნდის ისტორიაში მე-5 მოთამაშე გახდა, რომლის ნომერიც ხმარებიდან ამოიღეს. დანარჩენი 4 კალათბურთელი, რომელთა მაისურებიც “პალაუ ბლაუგრანაზე” კიდია, არიან: ხუან ანტონიო სან ეპიფანიო, ნაჩო სოლასაბალი, ანდრეს ხიმენესი და რობერტო დუენასი.

2020 წელი

მადრიდში გამართული “ელ კლასიკო” “რეალ მადრიდმა” 2-0 მოიგო.

2021 წელი

“უესკასთან” სტუმრად 1-0 მოგებულ შეხვედრაში ლეო მესიმ ლა ლიგაში თავისი მე-500 თამაში ჩაატარა.

two_wheeler

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • me da barca
    schedule 01 მარ 2021, 18:46

    ვერ იტყვი, რომ კარგი დღეა ბარსასთვის.

  • Giochanto
    schedule 01 მარ 2021, 18:27

    2020 მწარედ მახსოვს

  • Bobi
    schedule 01 მარ 2021, 14:14

    სამიტიერი მგონი მარტო თასებზე თამაშობდა 😁 თასის კაცი იყო 😁💙❤️

  • Zaqaria Davitashvili_2
    schedule 01 მარ 2021, 13:04

    Saintereso rubrikaa

  • nika 54
    schedule 01 მარ 2021, 11:32

    ეს ჟოზეპ სამიტიერი თასებზე ყოფილა დაგეშილი, ბარსას საუკეთესო ბომბარდირიც ყოფილა ამ გათამაშებაში.

  • El pistolero 9
    schedule 01 მარ 2021, 11:06

    1მარტს ატლეტიკოს საკაიფოდ ვყავართ ნათრევი…

  • Always cule
    schedule 01 მარ 2021, 10:54

    ლუის ენრიკემ განაცხადა, რომ სეზონის ბოლოს "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტს ტოვებდა.

    და ამის მერე დაიწყო რაც დაიწყო. ეჰ…

  • ბასქუ10
    schedule 01 მარ 2021, 10:42

    იმედია ამ კლასიკოს მაინც მოუგებს ბარსელონა რეალს, არადა იმ თამაშშიც გვქონდა საკმაოდ კარგი შანსები მაგრამ სამწუხაროა