ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 5 იანვარი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 5 იანვარი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 5 იანვარს მოხდა.

თამაშები

5 იანვარს “ბარსელონამ” 20 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 14 მოიგეს, 1 ფრედ დაასრულეს და 5 წააგეს.

1930 წელი

წლის პირველ მატჩში, “ლეს კორტსთან” გამართულ შეხვედრაში “ბარსელონამ” “ატლეტიკო” 4-2 დაამარცხა. გოლები სასტრემ (2) და ბესტიტმა (2) გაიტანეს.

1945 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი ხოსე ლუის რომერო. 1970-71 წლებში მან ლა ლიგაში 12 თამაში ჩაატარა. 1983 წელს ის “ბარსას” ერთი მატჩის განმავლობაში წვრთნიდა, მომდევნო სეზონში კი “ბარსელონა ბ-ს” თავკაცი იყო.

1947 წელი

“ბარსელონამ” ესპანეთის მოქმედი ჩემპიონი “სევილია” 5-1 გაანადგურა. გოლები ბრავომ (2), ამოროსმა, სესარმა და სეგერმა გაიტანეს.

1975 წელი

“ბარსელონა” “სანტიაგო ბერნაბეუზე” “რეალ მადრიდთან” 0-1 დამარცხდა.

1998 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ნახევარმცველი კარლეს ალენია.

2015 წელი

სპორტული დირექტორის თანამდებობაზე 4 წლის გატარების შემდეგ “ბარსელონამ” ანდონი სუბისარეტა (სურათზე) დაითხოვა.

pedal_bike

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • ბასქუ10
    schedule 05 იან 2021, 21:47

    ძალიან კარგი რუბრიკაა, მშვენიერი ყოველდღიური საინტერესო ინფორმაციიებით

  • C.PC5
    schedule 05 იან 2021, 13:35

    კაი რუბრიკაა, ყოველ დღე ახალ ინფორმაციას მივიღებთ ბარსას წარსულიდან🤗

  • BEQA BARCA
    schedule 05 იან 2021, 13:01

    ეს რუბრიკა ყოველ დღე უქნება???