| დაბადების ადგილი | ლა კორუნია |
| დაბადების თარიღი | 03.01.2002 |
| წონა | 85 კგ |
| სიმაღლე | 188 სმ |
| დებიუტი | 15.08.2021 |
| თამაში* | 37 |
| გოლი* | 2 |
| ასისტი* | 2 |
*ბოლო განახლება: 25.04.22
ბიოგრაფია
ნიკო გონსალესი “ლა მასიას” 11 წლის ასაკში “მონტანიეროსიდან” შეუერთდა მას შემდეგ, რაც “ბარსას” სკაუტებმა გალისიაში ის ამხანაგურ თამაშში ნახეს. მას შემდეგ ფეხბურთელის პროგრესი დაუჯერებელი იყო. ნიკომ 14 წლამდელთა გაიბრწყინა B გუნდში, რომელიც 2013/14 წლების სეზონში ქვეყნის ჩემპიონი გახდა. სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებთან ერთად ნიკო ჩემპიონი 2015/16, 2016/17, 2017/18 და 2019/20 წლების სეზონებშიც გახდა.
ნიკოს “ბარსა ბ-ში” დებიუტი 17 წლის ასაკში ჰქონდა. ეს კასტელონში, 2018/19 წლების სეზონის ბოლო მატჩში მოხდა. 2019/20 წლების სეზონში ნიკომ ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე 6 თამაში ჩაატარა, ქვეყნის ჩემპიონატში კი – 18.
ესპანელ ნახევარმცველს “ბარსელონას” პირველ გუნდში დებიუტი 2021 წლის 15 აგვისტოს, ლა ლიგის პირველ ტურში “სოსიედადთან” ანგარიშით 4-2 მოგებულ შეხვედრაში ჰქონდა, როდესაც მოედანზე სერხიო ბუსკეტსის ნაცვლად შევიდა.