workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

ნეიმარ და სილვა სანტოს ჟუნიორი

ნეიმარი

ნეიმარ ჟუნიორი (მოჟი-დას-კრუზისი, სან-პაულუ, ბრაზილია, 1992) “ბარსელონაში” 2013 წელს, სულ რაღაც 21 წლის ასაკში, “სანტოსიდან” გადმოვიდა და ოთხი შესანიშნავი სეზონის განმავლობაში მოლოდინები სრულად გაამართლა.

ლეო მესისა და ლუის სუარესთან ერთად, იგი MSN-ის შემტევი ტრიოს ბრაზილიური ნაწილი იყო – ალბათ საუკეთესო შემტევი სამეული ისტორიაში, რომელმაც 2014-დან 2017 წლამდე, სამ სეზონში, ერთად 363 გოლი გაიტანა.

ნეიმარი ბრწყინვალე ბომბარდირი იყო, თუმცა ამასთან ერთად იგი ფლობდა იმ თვალისმომჭრელ ოსტატობას, რაც ასე დამახასიათებელია დიდი ბრაზილიელი თავდამსხმელებისთვის. “ბლაუგრანას” მაისურით შექმნილ მის მრავალ სასწაულს შორის, ალბათ ყველაზე გამორჩეული ის გოლი იყო, რომელმაც ანგარიში 3-1 გახადა და 2015 წელს, ბერლინში, “იუვენტუსის” წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის ტიტული საბოლოოდ გაუფორმა გუნდს.

მან კლუბი სკანდალურ ვითარებაში, 2017 წელს დატოვა და პსჟ-ს შეუერთდა.

კარიერა

  • სეზონები “ბარსაში”: 2013-2017
  • თამაში: 196
  • გოლი: 114

ტიტულები

  • 1 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი (2015/16)
  • 1 ჩემპიონთა ლიგა (2014/15)
  • 1 ევროპის სუპერ თასი (2015/16)
  • 2 ლა ლიგა (2014/15, 2015/16)
  • 3 ესპანეთის თასი (2014/15, 2015/16, 2016/17)
  • 2 ესპანეთის სუპერ თასი (2013/14, 2016/17)
  • 1 კატალონიის თასი (2013/14)
  • 1 კატალონიის სუპერ თასი (2014/15)