ესპანური პრესა იუწყება, რომ ლა ლიგის 27-ე ტურის მატჩმა მადრიდის “რეალსა” და “ბეტისს” შორის, დიდი რეზონანსი ჰპოვა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული შეხვედრა “თეთრებმა” მოიგეს, ანგარიშით 3:2, მაგრამ ბევრი მიიჩნევს, რომ მსაჯმა არ დანიშნა “რეალის” კარში აშკარა პენალტი, როდესაც სერხიო რამოსმა საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა.
მატჩის დასრულებისთანავე “ბარსელონას” მცველმა, ჟერარდ პიკემ Twitter-ში საკუთარ კედელზე სამი წერტილი დაწერა, ყოველგვარი კომენტარების გარეშე.
“სამეფო კლუბის” ყოფილმა ნახევარმცველმა, გუტიმ კი ასეთი კომენტარი გააკეთა: “მოუ, მეგობარო, სერხიო რამოსი კარგია როგორც მცველის, ასევე მეკარის ამპლუაში.”

