მატჩის შემდგომ გამართულ პრეს-კონფერენციაზე პეპ გუარდიოლამ აღნიშნა, რომ კმაყოფილია თამაშის შედეგით და ხოტბა შეასხა პედროს.
“რასინგთან” გამართული მატჩის შემდეგ, პრეს-კონფერენციას მხოლოდ 5 ჟურნალისტი ესწრებოდა და მიმდინარე სეზონში ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მცირე ხნიანი შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან. მწვრთნელი ძალიან კმაყოფილი იყო შეხვედრის შედეგით, რითაც გუნდმა შესძლო, შეენარჩუნებია 10 ქულიანი ჩამორჩენა “რეალთან”.
“შესაძლოა, სხვაგვარად მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს ურთულესი მატჩი იყო. არასდროსაა ადვილი თამაში გუნდთან, რომელიც თავს იცავს ცხრა ან ათი ფეხბურთელით.”
გუარდიოლას შეკითხვა დასუვეს პედროს თამაშზე მეტოქის საჯარიმოში. “მან კარგად ითამაშა. ეს არის ფეხბურთელი, რომელიც მოედანზე უქმნის დიდ სივრცეებს თავის კოლეგებს. მან უნდა იმუშავოს ისე, როგორც დღეს. მისი გოლი უბრალოდ დროის ფაქტორია. პედრო იყო, არის და იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე “ბარსელონასთვის”.”
გუარდიოლამ აღნიშნა, რომ 3-4-3 განლაგება კვლავ იქნა გამოყენებული “რეალთან” არსებული ჩამორჩენის გამო. პეპმა ასევე ისაუბრა გუნდში ბუსკეტსის, ვალდესისა და პუიოლის როლზე.
“ამხელა ჩამორჩენის გამო, ჩვენ ვალდებულები ვართ მატჩის დასაწყისიდანვე ვიბრძლოთ გამარჯვებისთვის. თერთმეტივე ფეხბურთელის გარეშე კარის მშრალად შენახვა წარმოუდგენელია. არ მგონია, რომ პენალტები გადამწყვეტი იქნებოდა. ჩვენ 90 წუთის განმავლობაში ვაკონტროლებდით მატჩს.”
ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა
პარასკევს გაიმართება კენჭისყრა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური წყვილების გამოსავლენად. 41 წლის მწვრთნელმა განაცხადა, რომ არ სურს “მილანთან” დაპირისპირება.
“ფინალში გასვლისთვის საჭიროა ძლიერებთან შერკინება. რამდენიმე დიდებულმა გუნდმა, მაგალითად როგორებიც არიან მანჩესტერული კლუბები, დატოვეს ტურნირი. არ მსურს “მილანთან” თამაში, რადგან მათ უკვე ვეთამაშეთ მიმდინარე სეზონში. ამრიგად, რაც უფრო გვიან შევხვდებით მათ, მით უკეთესი იქნება ჩვენთვის.”



