მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კაპელო მესიზე საუბრობს

კაპელო მესიზე საუბრობს

ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ, ერთმანეთს დიეგო მარადონა და ლიონელ მესი შეადარა. ასევე განაცხადა, რომ “იუვენტუსს” შეეძლო არენდით მესის წაყვანა, მაგრამ “ბარსას” იმდორინდელმა მწვრთნელმა, ფრენკ რაიკაარდმა ჩაშალა ეს ტრანსფერი. იტყობინება ესპანური მედია.

 

“დიეგომ ბრწყინვალედ იასპარეზა “ბარსელონაში”, “ნაპოლისა” და არგენტინის ეროვნულ გუნდში. მესის აქვს ყველანაირი შანსი, რათა გაუტოლდეს მას, მაგრამ დასკვნების გამოტანა ჯერჯერობით ნაადრევია”.

 

“როდესაც “ბებერი ქალბატონის” მწვრთნელი ვიყავი, ამხანაგური მატჩი გავმართეთ კატალონიის “ბარსელონასთან”. ლიონელ მესი მაშინ 16 წლის იყო და მე ფრენკ რაიკაარდს ვთხოვე, რომ ერთი წლით არენდით გამოეშვა ტურინში. სამწუხაროა, მაგრამ ჰოლანდიელმა სპეციალისტმა უარი გვითხრა”. დაასრულა ფაბიო კაპელომ. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში