”Marca-ს” მიერ ჩატარებული გამოკითხვის შემდეგ, გულშემატკივრებმა ლიონელ ანდრეს მესი დაასახელეს, ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად.
კვლევის შედეგად დადგინდა, რომ უმრავლესობამ ”ბარსას” ფეხბურთელი, ლეო მესი აირჩია. მას გამოკითხულთა 50.2% მიიღო. მეორე ადგილზე გავიდა ”რეალის” ყოფილი ფეხბურთელი, ზინედინ ზიდანი (27.5%). ხოლო მესამე ადგილზე დიეგო მარადონა გავიდა 10%-ით.
შემდეგ მოდის- პელე (7%), დი სტეფანო (თითქმის 4%), იოჰან კრუიფი (1.5%).
”Marca-მ” სულ 87 000 გულშემატკივარი გამოკითხა.




