workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მარადონა: “დაბრუნდა პელე მუზეუმიდან”

მარადონა: “დაბრუნდა პელე მუზეუმიდან”

“ფეხბურთის ღმერთმა” დიეგო არმანდო მარადონამ ისაუბრა სამხრეთ კორეასთან გასამართი მატჩის წინ და როგორც ყოველთვის დამსწრე ჟურნალისტებს არ მოუწყენიათ და ეს პრესკონფერნციაც დიდხანს დაამახსოვრდება საფეხბურთო საზოგადოებას. ლეგენდარულმა დიეგომ განცხადება რამდენიმე ფაქტთან დაკავშირებით გააკეთა და ბევრ თემას შეეხო, მიუხედავად იმისა, რომ პრესკონფერენციის მთავარ თემად სამხრეთ კორეასთან მატჩი იყო დაანონსებული, მარადონამ საუბარი სულ სხვა თემებზე დაიწყო. ამ პრესკონფერენციით მტკიცდება, რომ დიეგო რის დიეგოა ვინმეს ვალში, რომ დარჩეს.

მარადონამ თავდაპირველად ორი ფეხბურთის ლეგენდა პელე და პლატინი მოიხსენია, შეგახსენებთ რომ მიშელ პლატინმა და პელემ დიეგოს მწვრთნელობას სკეპტიკური კომენტარები გაუკეთეს. მარადონას პრესკონფერენციაზე ტრადიციულად ლიონელ მესი ახლდა.
ორიოდე დღის წინ “ფეხბურთის მეფემ” მარადონას მწვრთნელად დანიშვნას შეცდომა უწოდა დიეგომ კი მას ირონიულად უპასუხა: “მე არ გამკვირვებია, რომ ის დაბრუნდა მუზეუმიდან, მისი ადგილი ხომ მუზეუმშია.”
ამით მან პელეს მთელ ვრცელ ინტერვიუს უპასუხა და ამ წინადადებაში მთელი სასაუბრო თემა ჩადო. გამგები გაიგებს.
დიეგო აგრეთვე შეეხო მიშელ პლატინის გამონათქვამს მასთან დაკავშირებით, პლატინმა მარადონასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მარადონა ისეთი კარგი მწვრთნელი არაა, როგორიც ფეხბურთელი იყო.

“პლატინის ეს განცხადება არ გამკვირვებია, იმის გამო, რომ მასთან არასოდეს მქონია ახლო და თბილი დამოკიდებულება, მე მას როდესაც ვხვდები ვეუბნები მხოლოდ სალამს და ვემშვიდობები. მან ამით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის ფრანგია, ფრანგებს ხომ თავი ყველაზე მაგრები გონიათ.”

მარადონა შეეხო არგენტინის პირველ მატჩსაც, ის ძალიან კარგად გრძნობს თავს და არ ადარდებს სკეპტიკოსების აზრი:
“თავს შესანიშნავად ვგრძნობ, მშვენიერი დროა, ჩვენ მსოფლიო ჩემპიონატზე ვთამაშობთ და სულაც არ მადარდებს ის ფაქტი, რომ ბევრი გოლის გატანა ვერ შევძელით, ამისათვის მადლობა ნიგერიელებმა მეკარე ენეამასა და ჯაბულანის ბურთს უნდა უთხრან.”

მანჩესტერის ნახევარმცველმა ჟი სუნგ პარკმა ფრანგი და ბრაზილიელი ლეგენდებისაგან განსხვავებით არგენტინის ძალა უფრო ობიექტურად შეაფასა და თქვა, რომ მესის და მარადონას დამარცხება მათ ძალიან გაუჭირდებათ.

“დარწმუნებული ვარ გოლები იქნება, პირველ თამაშებში ყველა ფრთხილობს, გუნდი ეჩვევა ერთმანეთთან თამაშს და მერწმუნეთ შეთამაშებული არგენტინა სულ სხვაგვარად ითამაშებს. სხვა და მნიშვნელოვანი პრობლემაა ჯაბულანის ბურთი, რომელსაც ყველა იღებს.

ერთი იდეა მაქვს, პელემ და პლატინიმ შეწყვიტონ ჩემზე საუბარი ჩამოვიდნენ და გაიტანონ გოლები ამ ბურთით.” სიცილით დაამატა მარადონამ.

სამხრეთ კორეელი ჟურნალისტის შეკითხვაზე კორეის ნაკრებთან დაკავშირებით მარადონამ შემდეგი განცხადება გააკეთა: “კორეის ნაკრებმა მოუგო საბერძნეთის ნაკრებს, ითამაშა გამართული თანამედროვე ფეხბურთი, მე ძალიან მომწონს ეს გუნდი და რთული მეტოქე იქნება. თუმცა ჩვენ გავალთ მოედანზე და გავიმარჯვებთ.”

მარადონამ აგრეთვე მოწოდება გააკეთა მსაჯების მისამართით: “როგორც ყველასთვის ცნობილია, სამხრეთ კორეის ნაკრები საკმაოდ ხისტ ფეხბურთს თამაშობს, იმედია ისინი მესის და ტევესის წინააღმდეგ არასპორტულად არ ითამაშებენ და თუ ეს ასე მოხდა, მსაჯმა მათ აუცილებლად ყვითელი ბარათი უნდა მიცეს, რომ მათ ეს მეორედ აღარ გაიმეორონ, ძალიან არ მინდა ჩემ ფეხბურთელებს რამე ფიზიკური პრობლემა შეექმნათ.”

soccerway.com

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში