მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთმა ლეგენდარულმა წარმომადგენელმა, რივალდომ განაცხადა, რომ “ბარსელონა” მსოფლიოს საუკეთესო გუნდია.
“მესი უბრალოდ ფანტასტიკური ფეხბურთელია. “ფიფამ” მას კიდევ ერთი “ოქროს ბურთი” უნდა მისცეს. ყველა სხვა კლუბის პატივისცემის მიუხედავად, არცერთი მათგანი არ არის “ბარსელონაზე” უკეთესი. ვულოცავ მესის, დანარჩენ ფეხბურთელებს, გუარდიოლასა და პრეზიდენტ როსელს. “ბარსელონა” მსოფლიოს საუკეთესო გუნდია.” – დაწერა რივალდომ საკუთარ Twitter-ზე.
შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესიმ ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის შეხვედრაში გატანილი ხუთი გოლით, მსოფლიო აალაპარაკა. ასეთი რამ ევროპის უმაღლეს საკლუბო ტურნირის ისტორიაში არცერთ ფეხბურთელს არ გაუკეთებია.



