”ბარსელონამ” დღის დილით ვარჯიში ისევ იმ 18 ფეხბურთელით და კრისტიან ტელიოთი გამართა, რომლებიც გუშინ, კვირის პირველ სესიაზე იმყოფებოდნენ.
”ბარსელონა” ვარჯიში დღეს დილით ”სიუტატ ესპორტვიას” პირველ სავარჯიშო მოედანზე გამართა. გუნდი სრულად კონცენტრირებულია კვირას, ”ვისენტე კალდერონზე” გასამართ შეხვედრაზე. პეპ გვარდიოლას განკარგულებაში ის ფეხბურთელები იყვნენ, რომლებიც გუშინ ვარჯიშობდნენ, პირველი გუნდის 18 წევრი და ”ბარსა ბ”-ს ფეხბურთელი, კრისტიან ტელიო. გუნდს ამჟამად ვერ ეხმარებიან იბრაჰიმ აფელაი, დავიდ ვილია და ანდრეუ ფონტასი.
გუნდი შემდეგ სავარჯიშო სესიას ხვალ, დილის 11 საათზე გამართავს.


