“ბარსელონას” ნახევარმცველი ჩავი ერნანდესი დარწმუნებულია, რომ გუარდიოლა კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს.
“მწვრთნელი ჩვენი გუნდის საკვანძო ფიგურაა. ჩვენ ბედნიერები ვართ გუარდიოლასთან მუშაობით და გვსურს, რომ ის დარჩეს. დაველოდოთ მის გადაწყვეტილებას, თუმცა ის კონტრაქტს აუცილებლად გაახანგრძლივებს.”
“”ვალენსიასთან” გამარჯვებამ დიდი თავდაჯერებულობა შეგვძინა როგორც ჩვენ, ასევე გულშემატკივრებს. ჩვენ გავაგრძელებს ბრძოლას ყველა იმ ტურნირში, რომელშიც ვიღებთ მონაწილეობას.”
“ჩემი მდგომარეობა? მე წესრიგში ვარ. “ვალენსიასთან” მატჩში აბსოლუტურად ნორმალურად ვგრძნობდი თავს.” – ციტირებს ფეხბურთელის სიტყვებს Goal.com.



