მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კუმანი: ”ალექსისი ”ბარსასთვის” იდეალური ფეხბურთელია”

კუმანი: ”ალექსისი ”ბარსასთვის” იდეალური ფეხბურთელია”

”ბარსელონას” ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, რონალდ კუმანმა გუნდის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა და შეაქო გუნდის თავდამსხმელი, ალექსის სანჩესი.

”La Tercera”-სთან მიცემულ ინტერვიუში კუმანმა განაცხადა: ”ალექსისი სრულ წესრიგშია. ”ბაიერთან” მატჩში მოედანზე ის ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ის ძალიან სწრაფად შეეგუა გუნდს, შესანიშნავად შეერწყა ”ბარსას” სათამაშო სქემას და მწვრთნელს შეტევაში დიდი გადაადგილებების საშუალებას აძლევს. ამ გუნდში ბევრი ისეთი ფეხბურთელია, რომლებსაც ბურთის დაჭერა უყვართ, თუმცა ალექსისი ”ბარსას” მეტს აძლევს. მისი სისწრაფე ”ბარსელონას” საშუალებას აძლევს უფრო სიღრმიდან ითამაშოს”.

მან ასევე ”ბარსელონას” ამჟამინდელ სიტუაციაზე ისაუბრა: ”ძალიან რთულია ამდენი ხნის განმავლობაში აჩვენო ასეთი შედეგები. წელს პრიმერაში თამაში ძალიან რთულია, რადგან ”რეალი” შესანიშნავ თამაშს აჩვენებს. მადრიდელებმა ძალიან ცოტა ქულები დაკარგეს, განსაკუთრებით ”ბარსასთან” შედარებით, თუმცა კატალონიელებს შანსი მაინც აქვთ”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში