workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სანდრო როსელი გუარდიოლას შეინარჩუნებს

სანდრო როსელი გუარდიოლას შეინარჩუნებს

“ბარსელონას” ახალმა პრეზიდენტმა სანდრო როსელმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე ვრცლად იასუბრა მის გაპრეზიდენტებასთან დაკავშირებით და სხვა რამდენიმე თემასაც შეეხო, ამ თემებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი მწვრთნელ გვარდიოლასთან დაკავშირებით გახლდათ.
როსელის განცხადებით ის ყევლანაირად ეცდება პეპ გვარდიოლას 6 წლიანი კონტრაქტი გაუფორმოს, ამის შესახებ როსელმა განაცხადა: “სამ-ოთხ დღეში ვაპირებ შევხვდე პეპ გვარდიოლას, სადაც ჩვენ დავილაპარაკებთ მომავალ სეზონთან და გეგმებთან დაკავშირებით. “

წინასაარჩევნო კამპანიის დროს როსელი აქტიურად იყენებდა პეპ გვარდიოლას კლუბში დარჩენის თემას და როგორც ჩანს წინასაარჩევნო დაპირების მალევე ასრულებას აპირებს.

“მე ყველანაირად ვეცდები გვარდიოლას 6 წლიანი კონტრაქტი გავუფორმო, რაც დარწმუნებული ვარ ასე მოხდება.

“ჩემი აზრით დიდი დროს მიცემა მწვრთნელისათვის საუკეთესო ვარიანტია, ჩვენ კარგად ვხედავთ თუ რა შედეგი მოაქვს ასეთ გრძელვადიან კონტრაქტებს, ამის საუკეთესო მაგალითი “მანჩესტერ იუნაიტედი” და სერ ალექს ფერგიუსონია.” ყველა საფეხბურთო სპეციალისტის აზრით ეს გამართლებული ნაბიჯია, უკვე ერთ-ერთი საუკეთესო გვარდიოლა ასე ნამდვილ ლეგენდად იქცევა.

სანდრო როსელი გუარდიოლას შეინარჩუნებს

გვარდიოლას კონტრაქტის ვადა ამ თვეში გადის, ყოფილმა პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ დროებით 1 წლიან კონტრაქტს უკვე მოაწერა ხელი, თუმცა განაცხადა: “ეს კონტრაქტი ძალაში ახალი პრეზიდენტის არჩევამდე დარჩება და ის გადაწყვეტს, თუ რამდენი წელი დატოვებს მწვრთნელს კლუბში.”

გვარდიოლა ჯერ მხოლოდ 39 წლისაა და “ბარსელონას” მან უკვე მოაგებინა 2 ლა ლიგა და 1 ჩემპიონტა ლიგა. რაც შეეხება როსელს, ის 46 წლისაა და მასზე ყველა დიდ იმედს ამყარებს.

soccerway.com

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში