მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
თასი, ლიგა და ჩემპიონთა ლიგა ჰორიზონტზე

თასი, ლიგა და ჩემპიონთა ლიგა ჰორიზონტზე

თებერვლის თვე დაიწყო. ”ბარსას” წინ ძალიან დაძაბული მატჩი ელის ”ვალენსიასთან” ”ნოუ კამპზე”. ასევე იმასაც შეგახსენებთ, რომ ეს მატჩი ვალენსიაში 1 – 1 დამთავრდა. დამეთანხმებით, რომ ყველაფერი მანც კატალონიაში გადაწყდება.

 

იანვრის თვე ”ბარსასთვის” ძალზე დაძაბული იყო. ეს ყველამ დაინახა. გუნდის მთავარი საფიქრალი ”ლა ლიგა”, ”კოპა დელ რეი” და ”ჩემპიონთა ლიგაა”. ვარაუდობენ, რომ გუნდისათვის უფრო რთული თებერვლის თვე იქნება. ”ბარსა” ამ თვეში სამ მნიშვნელოვან გამოწვევას მიიღებს, სადაც თამაშის მაღალი დონე უნდა აჩვენოს.

 

თასი: ერთი მატჩი შემდეგ ეტაპამდე

 

თვე მესტალიაზე თამაშით დაიწყო, სადაც ”ბარსამ” 1 – 1 ითამაშა ”ვალენსიასთან”. ყველაფერი ოთხშაბათს მაინც ”კამპ ნოუზე” გაირკვევა.

 

ლიგა: ველოდებით დაბრუნებას

 

”ბარსა” საკუთარ კედლებში ”რეალ სოსიედადს” და ”ვალენსიას” მიიღებს. ხოლო გასვლაზე ”ატლეტიკოს” და ”ოსასუნას” დაუპირისპირდება. ”ბარსა” ყველანაირად შეეცდება 7 ქულიანი სხვაობის შემცირებას.

 

”ჩემპიონთა ლიგა”: გერმანიაში

 

”ბარსა” ”ჩემპიონთა ლიგის” შემდეგ ეტაპზე ”ლევერკუნზენს” შეხვდება. პირველი მატჩი, როგორც ჩვენთვისაა ცნობილი გაიმართება გერმანიაში, 14 თებერვალს. ხოლო განმეორებითი შეხვედრა ”კამპ ნოუზე” მარტში.

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში