19 ფეხბურთელი, რომელიც დღევანდელი მატჩის განაცხადში მოხვდა დღეს დილით, ”ნოუ კამპზე” სამეფო თასის მატჩის წინ ბოლო დეტალებს ათანხმებდა.
”რეალთან” გასამართ მატჩამდე გუნდმა სასტუმრო მცირე ხნით დატოვა და ”ნოუ კამპზე” სავარჯიშოდ გაეშურა. სესიაზე 19 ფეხბურთელი იმყოფებოდა, 16 პირველი გუნდის და კუენკა, სერხი რობერტო და დოს სანტოსი. სესიის დასრულების შემდეგ გუნდი სასტუმროში დაბრუნდა, სადაც მატჩის დაწყებამდე იქნება.
ლუის სუარესი ვარჯიშზე
პეპ გვარდიოლას გუნდის ვარჯიშზე დღეს ”ბარსელონას” ლეგენდა, ლუის სუარესი იმყოფებოდა.



