მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი სეგარას რეკორდს უახლოვდება

ჩავი სეგარას რეკორდს უახლოვდება

თუ ჩავი ერნანდესი ოთხშაბათს “ელ კლასიკოში” მიიღებს მონაწილეობას, ეს იქნება ჩავის 31-ე მატჩი მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ და იგი გაუთანაბრდება ჟოან სეგარას, მადრიდელების წინააღმდეგ ჩატარებული შეხვედრების რაოდენობით.

 

წინა კვირაში გამართული “კლასიკო”, ჩავისთვის 30-ე იყო და იგი გაუთანაბრდა მიგელს. თუ გვარდიოლას ოთხშაბათსაც ათამაშებს ერნანდესს, მაშინ ჩავი ჟოან სეგარასაც გაუთანაბრდება. ცნობისთვის სეგარამ 1949-1964 წლებში, 31-ჯერ ითამაშა მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ.

 

ჟოან სეგარამ მადრიდელების წინააღმდეგ 21 მატჩი ლა ლიგაში ჩაატარა, 8 ესპანეთის თასზე, ხოლო 2 ევროპის თასზე. ლეგენდარულმა კაპიტანმა სულ “ბლაუგრანას” მაისურით 528 შეხვედრა ჩაატარა.

 

რაც შეეხება ჩავის, იგი “სამეფო კლუბს” 23-ჯერ “პრიმერაში” დაუპირისპირდა, 3-ჯერ ჩემპიონთა ლიგაზე, ხოლო 2-2 მატჩი ესპანეთის თასზე და ესპანეთის სუპერ თასზე გამართა. “ბარსას” ვიცე-კაპიტანს რამდენიმე უმნიშვნელოვანესი გოლი აქვს გატანილი “კლასიკოში”. ერთ-ერთი გოლი მან 2003/04 წლებში გაიტანა, რონალდინიოს საოცარი პასის შემდეგ. ჩავიმ ისტორიულ 5-0-ის მატჩშიც შეაგდო 1 ბურთი. ერნანდესი საგოლე პასებითაც გამოირჩევა. 2008/09 წლების სეზონის კლასიკოებში, მან რამდენიმე შესანიშნავი გადაცემა გააკეთა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში