კატალონიის “ბარსელონას” ექიმმა, რიკარდ პრუნამ განაცხადა, რომ ლიონელ მესის ხელზე კეპლერ პეპეს ბუცის ნაკვალევის დანახვაა შესაძლებელი.
მოგეხსენებათ რამდენიმე დღის წინ გამართულ “კლასიკოში”, პორტუგალიელმა ფეხბურთელმა წაქცეულ ლიონელ მესის ხელზე დააბიჯა. ამ ინციდენტმა დიდი გამოხმაურება გამოიწვია მთელს საფეხბურთო სამყაროში.
“ლიონელ მესის ხელზე შესაძლებელია, პეპეს ბუცის ნაკვალევის დანახვა,” განაცხადა რიკარდ პრუნამ.
ცნობისთვის პეპემ ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ ეს შემთხვევითობა იყო, მაგრამ ამის ძალიან ცოტას თუ სჯერა.