”ბარსა” მადრიდშია

”ბარსა” მადრიდშია

პეპ გვარდიოლას გუნდი, რომელიც დღეს ღამით ”სანტიაგო ბერნაბეუზე” ითამაშებს ადგილობრივი დროით 12 საათზე მადრიდში ჩავიდა.

”ბარსელონა” უკვე ესპანეთის დედაქალაქში იმყოფება, სადაც დღეს ღამით სამეფო თასის 1/4 ფინალის პირველი შეხვედრა გაიმართება. თვითმფრინავი 12 საათისთვის დაეშვა მადრიდის აეროპორტში, სადაც ტემპერატურა ზუსტად 0 გრადუსია.

დღეს 09:45 საათზე 19 ფეხბურთელი სამწვრთნელო შტაბთან ერთად სიუტატ ესპორტივაზე შეიკრიბა, ნახევარი საათის შემდეგ მათ გეზი ბარსელონას აეროპორტისკენ აიღეს. ტიტო ვილანოვა გუნდთან ერთად გაემგზავრა და დღეს პეპ გვარდიოლას გვერდით იქნება.

გუნდთან ერთად გაემგზავრა სპორტული დირექტორი, ანდონი სუბისარეტა, ვიცე-პრეზიდენტი ორგანიზაციულ საკითხებში, კარლეს ვილარუბი და დირექტორები, ხორდი მესტრესი, ხავიერ ბორდასი და ხორდი მოიქსი. ”ბარსას” პრეზიდენტი, სანდრო როსელი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ხოსეპ მარია ბართომეუ და დირექტორები, სუსანა მონხე, ხუან ბლადე, მანელ აროიო და დიდაკ ლი გუნდს მოვიანებით მადრიდში შეუერთდებიან.

გუნდი სასტუმრო ”Eurostars”-ში გაჩერდება, სადაც მატჩის დაწყებამდე ფეხბურთელები დაისვენებენ.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია