workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მარკესმა მექსიკა წაგებისაგან იხსნა

მარკესმა მექსიკა წაგებისაგან იხსნა

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატის პირველი მატჩი სამხრეთ აფრიკასა და მექსიკას შორის. მატჩი დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა, ორივე გუნდს შეეძლო რამდენიმე გოლის გატანა, მაგრამ ამ მატჩში მხოლოდ და მხოლოდ 2 გოლი გავიდა და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, მეორე ტაიმში ორივე გუნდმა შეტევებში გაატარა. მატჩში ანგარიში ჩაბალალამ გახსნა 55–ე წუთზე. ამის შემდეგ მექსიკელთა თავკაცმა 3 ცვლილება მოახდინა, 79–ე წუთზე “ბარსელონას” ფეხბურთელმა რაფაელ მარკესმა გოლის გატანა შეძლო, ამით მან ჩრდილოეთ ამერიკელები მარცხისგან იხსნა და მათ ერთი ქულა მოუტანა.

წყარო: eurosport.com

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში