მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მასკერანო: ”ახლა ყურადღება პრიმერაზე უნდა გადავიტანოთ”

მასკერანო: ”ახლა ყურადღება პრიმერაზე უნდა გადავიტანოთ”

”ბარსელონას” ნახევარმცველი, ხავიერ მასკერანო თვლის, რომ სანამ სამეფო თასის 1/4 ფინალურ შეხვედრაზე იფიქრებენ, სადაც ”ბარსა” მადრიდის ”რეალს” შეხვდება აუცილებელია გუნდმა კონცენტრირება პრიმერას შეხვედრაზე მოახდინოს. ამავდროულად ფეხბურთელი თვლის, რომ 1/4 ფინალის პირველი მატჩი, ”სანტიაგო ბერნაბეუზე” უდიდესი მნიშვნელობის იქნება.

მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ სამეფო თასის 1/4 ფინალში მორიგო კლასიკოები გველის ხავიერ მასკერანოს პრეს-კონფერენციაზე ძირითადად კითხვები ამ მატჩთან დაკავშირებით ისმოდა. თავად ფეხბურთელმა შორეულ მატჩზე დიდი აქცენტი არ გააკეთა და ყველას შეახსენა პრიმერაში გასამართ მნიშვნელოვან მატჩზე: ”1/4 ფინალში გასვლის შემდეგ აუცილებელია პრიმერაში ბრძოლა. ჩვენ მივეჩვიეთ ნაბიჯ-ნაბიჯ სიარულს და მომდევნო მატჩზე კონცენტრირებას. ამას ბევრ ტურნირში ასპარეზობა გვასწავლის. თავდაპირველად მაქსიმალური ქულები უნდა მოვიპოვოთ პრიმერაში და შემდეგ ვიფიქროთ ”რეალზე”.

თემის გაგრძელებისას ხავიერმა დაამატა: ”ჩვენი გუნდი ტიტულზე ბრძოლას თავს არ დაანებებს 5 ქულიანი ჩამორჩენის გამო. გასათამაშებელი კიდევ 63 ქულაა და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. პრიმერაში სიტუაციის გამოსწორება კარგად აისახება თასის და ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე”.

”რეალთან” პირველი მატჩის მნიშვნელობა

მასკერანომ სრულიად უყურადღებოდ ვერ დატოვა შეკითხვები ”რეალთან” მატჩზე. ნახევარმცველმა მოახლოებული 1/4 ფინალის შესახებ ისაუბრა: ”პირველი მატჩი ”ბერნაბეუზე” უდიდესი მნიშვნელობის იქნება. ასეთ კლასიკოებში საჭიროა სიტუაცია ზუსტად შეაფასო. ყველაზე მთავარი ორივე მატჩის მაღალ დონეზე ჩატარებაა. ”რეალს” განმეორებითი მატჩის წინ დიდი უპირატესობის მოპოვება ენდომება”.

”ყველაფერს მცირე დეტალები გადაწყვეტენ”

იმის გათვალისწინებით, რომ ორივე გუნდმა ერთმანეთი საფუძვლიანად შეისწავლა მასკერანო მიიჩნევს: ”რეალთან” მატჩში ყველაფერს დეტალები გადაწყვეტენ. ორივე გუნდი 1/2 ფინალში გასვლას შეეცდება. ეს უმნიშვნელოვანესი დაპირისპირებები იქნება. ვის არ სურს ამ მატჩში მონაწილეობა? ”ბარსა” და ”რეალი” მსოფლიოს საუკეთესო კლუბები არიან და ასეთ შეხვედრაში მონაწილეობის მიღება დიდი პატივია. ჩემთვის ეს შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია და მუდამ მემახსოვრება.  ჩვენ თითქოს რჩეულები ვართ, რადგან შანსი გვაქვს ამ შეხვედრებით სიამოვნება მივიღოთ”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში