workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კასილასი: “არანაირი კომპლექსი არ მაქვს მესის წინააღმდეგ თამაშისას”

კასილასი: “არანაირი კომპლექსი არ მაქვს მესის წინააღმდეგ თამაშისას”

ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” კაპიტანი, იკერ კასილასი, ოპტიმისტურადაა განწყობილი მომდევნო “კლასიკოებისადმი”. შეგახსენებთ, რომ ორი ესპანური გრანდი ერთმანეთს სამეფო თასის 1/4 ფინალში დაუპირისპირდებიან 18 და 25 იანვარს. იტყობინება ესპანური პრესა.

 

მადრიდელთა კარის დარაჯის განცხადებით, მას არ ეშინია კატალონიის “ბარსელონას” ფორვარდის, ლიონელ მესისი, რომელმაც არაერთხელ დაამწუხრა იკერი.

 

“არანაირად არ ვგრძნობ არასრულფასოვნების კომპლექსს “ბარსელონას” წინააღმდეგ თამაშისას, ისევე როგორც მესის პირისპირ ყოფნისას. საქმე ისაა, რომ არგენტინელის ყოველი დარტყმა გოლი არაა, მე უამრავ სეივს ვახორციელებ. რა თქმა უნდა, ბოლო თამაშებში “ბარსამ” ბევრად ნაკლები ბურთი გაუშვა, ვიდრე ჩვენ, მაგრამ იმედი მაქვს, ეს სტატისტიკა შეიცვლება. ფეხბურთში ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდება. იმედი გვაქვს, ეს ყველაფერი მომდევნო მატჩებში მოხდება”. დაასრულა იკერ კასილასმა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward