მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველმა, ბასტიან შვაინშტაიგერმა განაცხადა, რომ მას კიდევ ბევრი უკლია ჩავი ერნანდესამდე და ანდრეს ინიესტამდე:
” ჩავი და ინიესტა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები არიან. ისინი საუკეთესო კლუბში თამაშობენ. თუ ჩვენ “ბარსელონასთან” მოგვიწევს დაპირისპირება, შევეცდებით მათ დამარცხებას.თუ ეს გამოგვივა, შემდეგ უკვე შეიძლება რამდენიმე “ბაიერნის” ფეხბურთელი, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელებად ჩავთვალოთ,” განაცხადა შვაინშტაიგერმა.
ცნობისთვის შვაინშტაიგერს ბუნდესლიგაში ჩატარებულ 260 მატჩში 28 გოლი აქვს გატანილი, ხოლო გერმანიის ნაკრების ღირსება მან 90 შეხვედრაში დაიცვა და 23-ჯერ შეძლო მეტოქის კარის აღება.



