არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის “ბარსელონას” შემტევმა, ლიონელ ანდრეს მესიმ, ისაუბრა ბრაზილიის ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” ყოფილ თავდამსხმელმზე, ლუის ნაზარიო დე ლიმა რონალდოზე. არგენტინელის თქმით, ბრაზილიელი მას ყოველთვის აღაფრთოვანებდა საკუთარი თამაშის სტილით. იტყობინება ესპანური პრესა.
ლიონელ მესის თქმით, მას უზომოდ გაუხარდა, როდესაც “ფიფას” გალა დაჯილდოვებაზე რონალდო გამოჩნდა. შეგახსენებთ, რომ სწორედ “ფენომენმა” გადასცა ლეოს რიგით მესამე ოქროს ბურთი, რაც, რა თქმა უნდა, უდიდესი პატივია “რწყილისთვის”.
“მე ვუყურებდი რონალდოს გოლებს და აღტაცებული ვრჩებოდი. ბრწყინვალე თავდამსხმელი, რომელიც მუდამ იტანდა. ძალიან გამიხარდა ის ფაქტი, რომ რონალდო იყო ერთ-ერთი იმ ადამიანთა შორის, რომლებმაც ეს ჯილდო გადმომცეს. კიდევ ერთი ოცნება ამიხდა, რადგან უბრალოდ მაოცებდა ეს ფეხბურთელი”. დაასრულა ლიონელ მესიმ.



