workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 18:15

ვალენსია

ვალენსია ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ნეიმარი ბარსელონაში

ნეიმარი ბარსელონაში

ბრაზილიელი ნეიმარი ბარსელონაში “ნაიკის” სარეკლამო რგოლის გადაღებებზე იმყოფებოდა. გადაღებები “ელ პრატის” აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე შედგა. მთავარი ისაა, რომ ერთ-ერთი შესვენების დროს ახალგაზრდა ფეხბურთელი “ბარსელონას” წარმომადგენელს, რაულ სანლიეჰის შეხვდა.

 

სამშობლოში გამგზავრებამდე ნეიმარმა მცირე კომენტარი გააკეთა პრესის წარმომადგენლებთან და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ იგი “სანტოსის” კუთვნილებაა. “მე “სანტოსის” ფეხბურთელი ვარ. მართალია, რომ ალვესი ძალიან ბევრს მესაუბრება “ბარსელონას” შესახებ, თუმცა ანალოგიურად იქცევა მარსელო, რომელიც “რეალს” უწევს პროპაგანდას.”

 

ნეიმარი ბარსელონაში სამშაბათს დილით ჩავიდა და ქვეყანა იმ დღესვე, “ნაიკის” სარეკლამო რგოლის გადაღების დასრულების შემდეგ დატოვა. აღსანიშნავია, რომ ბრაზილიელი ტალანტი “ბარსას” წარმომადგენლებს ციურიხში გამართულ “ფიფას” გალა დაჯილდოვებისას შეხვდა და მათთან საკმაოდ თბილი და სასიამოვნო საუბარი ჰქონდა.

 

ცნობისთვის იმასაც გეტყვით, რომ “სანტოსს” იმდენად ძვირი დაუჯდა ნეიმარისთვის კონტრაქტის გახანგრძლივება, რომ კლუბმა ქალთა საფეხბურთო გუნდი გააუქმა.

 

 

 

 

 

 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward