მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ესპანიოლი”-“ბარსა”, გვარდიოლა მატჩის შემდეგ

“ესპანიოლი”-“ბარსა”, გვარდიოლა მატჩის შემდეგ

მოგეხსენებათ გუშინ კატალონიური დერბი გაიმართა და 1-1 დასრულდა. მატჩის შემდეგ კომენტარი “ბარსას” მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ გააკეთა:

 

” მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ რამე ნიშვნელოვანი დავკარგეთ. ჯერ კიდევ უამრავი თამაშია წინ, რომ წარმატებას მივაღწიოთ. ჩვენი მეტოქე შესანიშნავად გამოიყურებოდა. ძალიან ცუდია, რომ მხოლოდ 1 გოლის გატანა შევძელით. ასეთ სიტუაციებში დიდი შანსია მატჩი ფრედ დასრულდეს. პენალტი  უნდა დანიშნულიყო? ჩვენ საკუთარ შეცდომებს გამოვასწორებთ და არ დავიწყებთ მსჯელობას იყო თუ არა წესების დარღვევა. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა, ბოლო 15 წუთის გარდა. ამ დროის განმავლობაში “ესპანიოლმა” უამრავი პრობლემა შეგვიქმნა და დამსახურებული გოლიც გაიტანა. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან ცუდათ ვითამაშეთ. უბრალოდ 1-0-ს ვიგებდით და ამ ანგარიშის დროს, ყველაფერი შეიძლება მოხდეს,” ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს AS.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში