კატალონიის “ბარსელონას” ყოფილმა და “რომას” ამჟამინდელმა ფორვარდმა, ბოიან კრკიჩმა განაცხადა, რომ “ბარსას” სტილში ვერავინ ითამაშებს და ამას არც “რომა” აკეთებს:
” ითამაშო “ბარსელონას” სტილით შეუძლებელია. რა თქმა უნდა, ეს ლუის ენრიკემაც იცის. ჩვენ არც ვცდილობთ “ბარსას” მივბაძოთ, უბრალოდ ჩვენც ბურთის დაჭერაზე ვაკეთებთ აქცენტს“.
ბოიანმა ასევე კომენტარი გააკეთა მისი “ბლაუგრანადან” წასვლის შესახებ: “ მე “ბარსაში” არ მქონდა სათამაშო დრო, რაც ძალიან არ მსიამოვნებდა. რაც შეეხება “რომას”, აქ შემიძლია უფრო მოვუმატო და გავიზარდო, როგორც ფეხბურთელი,” დაასრულა ბოიანმა.


