კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ კომენტარი გააკეთა იმის შესახებ, რომ სანდრო როსელმა უკვე იცის იმ სპეციალისტის ვინაობა, რომელიც პეპის წასვლის შემდეგ უთავკაცებს “ბარსელონას”, იტყობინება ესპანური პრესა.
ლაპარაკი არის “ბილბაოს ატლეტიკის” მთავარ მწვრთნელ მარსელო ბიელსაზე, რომელიც სავარაუდოდ გაწვრთნის “ბარსას”, თუ პეპი არ გაახანგრძლივებს კონტრაქტს, რომლის ვადაც ამ სეზონის ბოლოს იწურება.
“ვფიქრობ ბიელსა წარმატებით შემცვლის მე “ბარსაში”. ის ძალიან ძლიერი სპეციალისტია. მისი პროფესიონალიზმი ეჭვს არ იწყვევს. ვფიქრობ, იგი მზადაა “ბარსელონაში” სამუშაოდ,” განაცხადა გვარდიოლამ.