თეთრ-მწვანეებს ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე გუნდის გაძლიერება ”ბარსელონას” ახალგაზრდა ტალანტინთ სურთ.
ახალგაზრდა ფეხბურთელმა თავი კარგად წარმოაჩინა პირველ გუნდში ჩატარებულ მატჩებში, რითაც სხვა კლუბების ინტერესი გამოიწვია. შეგახსენებთ, რომ ”ოსპიტალეტთან” (9:0) მატჩში მან დუბლი შეასრულა.
მიუხედავად ”ბეტისის” სატრანსფერო სურვილისა ამ საკითხში ბოლო სიტყვა პეპ გვარდიოლას ეკუთვნის, რომელსაც ფეხბურთელის გაშვება არ სურს. გუნდს სეზონის ბოლომდე ვერ დაეხმარებიან აფელაი და ვილია, რაც იმას ნიშნავს, რომ კანტერა დიდ როლს ითამაშებს. თუმცა ვილიას პირველი შემცვლელი კუენკაა, ტელიოს კი პირველ გუნდში მატჩების გამართვის შანსი გაეზარდა.
ადრე ტელიოს შეძენით ”გრანადა” იყო დაინტერესებული, თუმცა გვარდიოლამ აქაც უარი განაცხადა.



