კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელობას სურს, რომ “ბლაუგრანას” 20 წლის ფორვარდთან ისააკ კუენკასთან ახალი კონტრაქტი გააფორმოს. კუენკა ძალიან ცოტა ხანია, რაც დიდ ფეხბურთში გამოჩნდა, მაგრამ მიუხედავად ამისა უკვე მიიპყრო რამდენიმე პრემიერ ლიგის კლუბის ყურადღება. კერძოდ კი მისით დაინტერესებულნი არიან “მანჩესტერი”, “ჩელსი” და ლონდონის “არსენალი”. რაც შეეხება “ბარსელონას”, იგი არ აპირებს ახალგაზრდა ფეხბურთელის საკუთარი რიგებიდან გაშვებას.
“ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ კუენკა არსად არ წავა და “ბარსასთან” ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს,” ციტირებს კატალონიური კლუბის განცხადებას Sky Sport-ი.



