კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ ისაუბრა კლუბის ფილოსოფიაზე და იმ მნიშვნელოვან ფაქტორებზე რის გამოც მისი გუნდი დღესდღეობით ძალიან წარმატებულია:
” მწვრთნელისთვის ძალიან სასიამოვნოა, როდესაც მისი ფეხბურთელები ყოველთვის ინარჩუნებენ მოტივაციას. მოგებული 13 ტიტულის შემდეგ, ჩემი ფეხბურთელები მზად არიან ახალი მწვერვალების დასაპყრობად.
ჩვენს მცველებს უყვართ შეტევა. მათ შეტევაში ჩართვას ისიც უწყობს ხელს, რომ ჩავის და ბუსკეტსს შესანიშნავად უჭირავთ მოედნის ცენტრი. გუნდში არის ასევე კარლეს პუიოლი, რომელიც დაცვის ცენტრში საოცრად კარგად მოქმედებს. “ბარსასთვის” არ აქვს მნიშვნელობა, თუ სად არის დაბადებული ფეხბურთელი. შეხედეთ მესის, იგი არგენტინელია, მაგრამ ყველას წარმოდგენლი ჰყავს, როგორც “ბარსელონას” ფეხბურთელი,” განაცხადა პეპ გვარდიოლამ.

