მარკ ფორმომ, ფრანგული “ლილის” ნახევარმცველის ედენ აზარის აგენტმა, ისაუბრა თავისი კლიენტის სამომავლო გეგმებზე და სხვა კლუბში სავარაუდო გადასვლაზე. როგორც მოგეხსენებათ, უკვე დიდი ხანია სხვა დიდ გრანდებთან ერთად, ახალგაზრდა ვარსკვლავით კატალონიის “ბარსელონაც” ინტერესდება. ძალიან დიდი ბრძოლა მიმდინარეობს ამ მოთამაშისთვის და ყველა ცდილობს მრავალფეროვანი შეთავაზებებით მოხიბლოს იგი.
“აზარი ერთ–ერთ უდიდეს გუნდში გააგრძელებს თამაშს: “ბარსელონაში”, “რეალში”, “მილანში”, “ჩელსიში”, “მანჩესტერ სიტიში”, “იუვენტუსში” ან “ინტერში”. “ლილი” ედენში 40 მილიონ ევროს ითხოვს. თავად ფეხბურთელს “რეალში” სურს კარიერის გაგრძელება და ვნახოთ რა მოხდება მომავალში.” –ციტირებს აგენტის სიტყვებს მადრიდული გამოცემა AS.
“ლილის” პრეზიდენტმა, რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ აზარს მხოლოდ 50 მილიონ ევროდ თუ გაყიდის და ამ თანხას კაპიკი არ მოაკლდება.

