იტალიური “მილანის” ყოფილი მწვრთნელი, რომლის დროინდელი გუნდიც ლეგენდად და მაგალითადაა ქცეული, არიგო საკი, საქებარ სიტყვებს არ იშურებს კატალონიის “ბარსელონას” დამრიგებლის, ხოსეპ (პეპ) გვარდიოლას მიმართ. არიგოს თქმით, სოწრედ გვარდიოლა უნდა ედგეს “უეფას” წლის გუნდს სათავეში (ანუ საუკეთესო მწვრთნელი უნდა გახდეს 2011 წელს რედ.). იტყობინება პრესა.
“გვარდიოლა არის ამ დიდებული “ბარსელონას” ავტორი – ოსტატი და შემოქმედი იმ ლამაზი სტილისა, რომლითაც “ლურჯ-ბროწეულისფერები” ასპარეზობენ. ის არის მწვრთნელი, რომელსაც აქვს უდიდესი მიღწევები. მან დაწერა ბრწყინვალე სცენარი და სწორედ ისაა ამ შოუების რეჟისორი”. დაასრულა არიგო საკიმ.
