workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბიანკი: “ვფიქრობ, მესი პელეზე და მარადონაზე უკეთესია”

ბიანკი: “ვფიქრობ, მესი პელეზე და მარადონაზე უკეთესია”

ცნობილი არგენტინელი მწვრთნელი კარლოს ბიანკი, თვლის, რომ ლიონელ მესი ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია. ბიანკიმ კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელი და თავისი თანამემამულე პელეზე და დიეგო მარადონაზე მაღლა დააყენა.

“რამდენიმე დღის წინ საქმიანი შეხვედრები მქონდა ბრაზილიაში. მე იქ შეკითხვა დამისვეს, თუ ვის ვთვლი ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოდ. როგორც თავად მითხრეს, არჩევანი პელესა და მარადონას შორის უნდა გამეკეთებინა. მე ვუთხარი, რომ ეს ორივე უდიდესი მოთამაშე იყო და იმსახურებენ ყველასგან პატივისცემას და აღიარებას, თუმცა ჩემთვის ყველა დროის საუკეთესო მესია. ლიონელი დღითი–დღე უმატებს და აკეთებს ისეთ რაღაცეებს, რაც აქამდე არავის გაუკეთებია. იგი უბრალოდ სასწაულებრივია.” –ციტირებს ბიანკის სიტყვებს ESPN.

უნდა აღინიშნოს, რომ კარლოსი 5–ჯერ იქნა აღიარებული სამხრეთ ამერიკის საუკეთესო მწვრთნელად. ბოლო გუნდი, სადაც იგი მუშაობდა გახლავთ მადრიდის “ატლეტიკო”, რომელიც მან 2006 წელს დატოვა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში