იტალიურ “მილანს” გადაწყვეტილი აქვს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გაღებისთანავე გადაიბიროს კატალონიის “ბარსელონას” მალელი ფეხბურთელი სეიდუ კეიტა. მილანელები ფიქრობენ, რომ ისინი “ლურჯ–ბროწეულისფერებისგან” შავკანიან სპორტსმენს თავისუფალი აგენტის სახით წაიყვანენ.
იმის მიუხედავად, რომ აფრიკელმა ფეხბურთელმა რამდენიმე ხნის წინ გაახანგრძლივა კონტრაქტი “ბლაუგრანასთან” 2014 წლამდე, მან შესაძლოა დროზე ადრე დატოვოს გუნდი თუ სათამაშო დრო არ მიეცემა. როგორც იცით, ამ ბოლო ხანებში კეიტას მაინც და მაინც ხშირად არ უწევს მოედანზე გასვლა და თავისი გუნდის ღირსების დაცვა.
შეგახსენებთ, რომ “ლანსის” და “სევილიას” ყოფილი ფეხბურთელი “ბარსაში” 2008 წლიდან გამოდის. ასევე გეტყვით, რომ ამ სეზონში სეიდუმ 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ნახევარზე მეტ შემთხვევაში შეცვლაზე შევიდა მოედანზე.



