არგენტინელმა მეკარე, რომელიც ”ბოკა ხუნიორსის” ღირსებას იცავდა განაცხადა, რომ ”სანტოსი” მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ამჟამინდელი ”ბარსელონას” მეტოქე არ იყო.
გატიმ აღნიშნა: ”ფინალში ”სანტოსი” უპატივცემულო იყო პელეს და მისი ისტორიის წინაშე. უსულო გუნდი უფერული ფეხბურთით. 2 წლის წინ ”ბარსას” არგენტინულ გუნდთან თამაში ისე არ გაუადვილდა, როგორც ბრაზილიულთან. ”ესტუდიანტესთან” მატჩში კატალონიელებმა მეკარის შეცდომის გამო გაიმარჯვეს. მე მწყინდება ”ბარსელონას” თამაშის ყურება. ყველა გუნდი მათ წინააღმდეგ შეშინებული გამოდის და პრესინგის თამაშს არც ცდილობს. არ მსურს ”ბარსელონას” მიღწევების დაკნინება, რადგან ძალიან მომწონს მათი თამაში. ერთადერთი გუნდი, რომელსაც მათთან წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია ”რეალია”, რადგან ინდივიდუალურად ”ბლანკოსი” უფრო ძლიერია. ”ბარსა” ამჟამად მცირედით აღემატება ”რეალს”, რადგან ისინი ბურთთან შესანიშნავად მოქმედებენ”.

გატი: ”მე მწყინდება ”ბარსელონას” თამაშის ყურება”
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.


