კატალონიის “ბარსელონას” მაესტრომ ჩავი ერნანდესმა თავისი თანაგუნდელი და თანამემამულე სერხიო ბუსკეტსი შეაქო.
“ბუსკეტსის გარეშე ამ თასის მოპოვება გაგვიჭირდებოდა. ის მოედანზე უამრავ სამუშაოს ასრულებს ერთდროულად და თითქმის შეუცდომელია. მისი პასი ყოველთვის მიდის ადრესატამდე. სერხიო შესანიშნავი ნახევარცმველია.”
“გამარჯვებაში დაგვეხმარა ბურთის ფლობა. მწვრთნელმა ასეთი ტაქტიკით გვათამაშა და გვირჩია, რომ ბურთისთვის ნეიმარი არ მიგვეკარებიან. ვფიქრობ დავალებულ სამუშაოს თავი კარგად გავართვით და შესანიშნავი გამარჯვება მოვიპოვეთ.” – განაცხადა ჩავიმ.



